Sunday, 15 May 2016
პირველი დღე
მოდული 1-ლი ითვალისწინებდა ერთმანეთის გაცნობას,როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაძე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობასა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. მოდულის საკვანძო კითხვები იყო: როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. როგორ გამოვიყენოთ პროექტებით სწავლება პროცესის გაუმჯობესებისათვის. ძირითადი ამოცანები იყო: ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა; პორტფოლიოში არსებული საქაღალდის შექმნა,თითოეული მოდულის მასალის შესანახავად; პროექტის გეგმის შაბლონის ,პორტფოლიოს შეფასების რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოს ნიმუშის გაცნობა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment